пятница, 4 декабря 2009 г.

პროექტი

1. პროექტის სახელი: მდინარე ყვირილის ეკოლოგიური მდგომარეობა

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით :მოსწავლეები იძიებენ და იკვლევენ მდინარე ყვირილის შესახებ ინფორმაციებს და მოახდენენ ინფორმაციის შეჯერებას ჭიათურის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციასთან(ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ)

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს ეძლევათ 14 დღე მასალების მოძიებისათვის .იყოფა კლასი 4 ჯგუფად
I ჯგუფი იკვლევს, მდინარე ყვირილის კალაპოტს,სათავეს და იმ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას საიდანაც იწყება მდინარის დაბინძურება
.
II ჯგუფის მოსწავლეები მიდიან ერთ-ერთ გამამდიდრებელ ქარხანაში და არკვევენ რომელი ქიმიური ნარჩენებით ხდება დაბინძურება მდინარის წყლის .

III ჯგუფი იკვლევს ,რა გზებით შეიძლება დავიცვათ მდინარე არა მარტო ქიმიური ნარჩენებისაგან, არამედ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან

IV ჯგუფი ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად არკვევს რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ქიმიურმა ნარჩენებმა მდინარეში მობინადრე ფლორასა და ფაუნას .

4.მონაწილეთა ასაკი : 15 წელი

5.ვადები/ ხანგრძლივობა : 14 დღე

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : მოაწყობენ თითოეული ჯგუფი მოძიებული მასალების პრეზენტაციებს,დაურთავენ ფოტო სურათებს .

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას : ექსკურსია, პრეზენტაცია,გამოფენა

8. სარგებელი სხვებისთვის : დამატებითი ინფორმაციის მიღება არა მარტო იმ მოსწავლეებისათვის ,ვინც ჩართულია ამ პროექტში, არამედ სკოლის სხვა მოსწავლეებისათვის. მიხვდებიან მოსწავლეები ,რომ არ უნდა დააბინძურონ მდინარე საყოფაცხოვრებო ნარჩენებით,რათა საფრთხე არ შევუქმნათ მდინარის ცოცხალ ორგანიზმებს .

9 . სამუშაო ენა : ქართული


10. მონაწილეები სხვა სკოლიდან : ჭითურის №1 საჯარო სკოლის IX კლასი

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფეფთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ქიმია,ბიოლოგია, გეოგრაფია

12.პროექტის ფასილიტატორი : ხათუნა არაბიძე

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა : xarabize@gmail.com

14. პროექტის ფორუმი

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.xarabize.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий